მაცნე http://www.macne.org.ge/index.php/macne
სარედაქციო გუნდი

მთავარი რედაქტორი

როინ მეტრეველი - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, თბილისი, საქართველო. ელ-ფოსტა: roin@metreveli.com;

პასუხისმგებელი რედაქტორი

გონელი არახამია - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, თბილისი, საქართველო. ელ-ფოსტა: goneli.araxamia@gmail.com,

ლიტერატურული რედაქტორი

ვალერიან ასათიანი - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია,თბილისი, საქართველო. ელ-ფოსტა: valeriasatiani@yahoo.com ;

სარედაქციო კოლეგია

1.ზაზა აბაშიძე - კორნელი კეკელიძის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, თბილისი, საქართველო. ელ-ფოსტა: zazaabash@gmail.com;

2.ზურაბ აბაშიძე - ქართული ენციკლოპედიის ირაკლი აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია, თბილისი, საქართველო. ელ-ფოსტა: zurab_Abashidze@hotmail.com;

3.ზაზა ალექსიძე - კორნელი კეკელიძის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, თბილისი, საქართველო. ელ-ფოსტა: zaza_alexidze@hotmail.com;

4.დევიდ ბრაუნდი, ექსეტერის უნივერსიტეტი, ექსეტერი, დიდი ბრიტანეთი. ელ-ფოსტა: d.c.braund@exeter.ac.uk

5.ნანა გელაშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო. ელ-ფოსტა: nana.gelashvili@tsu.ge;

6.ომარ გოგიაშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო. ტელ. (+995) 32-299-87-03; მობ. (+995) 599 50 42 99

7.მარიამ დიდებულიძე - გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევითი ეროვნული ცენტრი, თბილისი, საქართველო. ელ-ფოსტა: marididebuli@yahoo.com;

8.სერგო ვარდოსანიძე - გორის უნივერსიტეტი, გორი, საქართველო. ელ-ფოსტა: sergovar@gmail.com;

9.ბუბა კუდავა - კავკასიის უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო, ელ-ფოსტა: bubatao@gmail.com;

10.დავით ლორთქიფანიძე - საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისი, საქართველო. ელ-ფოსტა: dlortkipanidze@museum.ge;

11.ჰიროტაკე მაედა - ტოკიოს მეტროპოლიტენ უნივერსიტეტი, ტოკიო, იაპონია. ელ-ფოსტა: h-maeda@slav.hokudai.ac.ip

12.ლია მელიქიშვილი - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, თბილისი, საქართველო. ელ-ფოსტა: lmelikishvili@hotmail.com;

13.დავით მუსხელიშვილი - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, თბილისი, საქართველო. ელ-ფოსტა: davidmusxeli@gmail.com;

14.ოთარ ჟორდანია - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო. მობ. (+995) 593 46-29-98

15.გოჩა საითიძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,თბილისი, საქართველო. ელ-ფოსტა: saitidze@yahoo.com;

16.ჯაბა სამუშია - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, თბილისი, საქართველო. ელ-ფოსტა: jabasamushia@yahoo.com;

17.ბერნარ უტიე - საფრანგეთის სამეცნიერო გამოკვლევების ეროვნული ცენტრი, პარიზი, საფრანგეთი. ელ-ფოსტა: bernard.outtier@wanadoo.fr

18.კიაზო ფიცხელაური - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, თბილისი, საქართველო. ელ-ფოსტა: kotepi2002@yahoo.com;

19.კახა შენგელია - კავკასიის უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო. ელ-ფოსტა: president@cu.edu.ge;

ka-GE macne.journal@gmail.com (გონელი არახამია | Goneli Arakhamia) kobakhidz3@gmail.com (ნოდარ კობახიძე | Nodar Kobakhidze) Wed, 04 Feb 2026 14:19:50 +0000 OJS 3.3.0.8 http://blogs.law.harvard.edu/tech/rss 60 ქართული პოლიტიკური ემიგრაცია და ევროინტეგრაციის საკითხი (XX საუკუნის 50-იანი წლები) http://www.macne.org.ge/index.php/macne/article/view/252
კვლევის ობიექტს წარმოადგენს ემიგრაციაში მყოფი ქართველი პოლიტიკოსების და მეცნიერების საქმიანობის შესწავლა. ევროინტეგრაციის იდეის დამუშავების საქმეში მათ მოღვაწეობას, საქართველოს შემდგომი ევროპული პერსპექტივისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება. რკინის ფარდის მიღმა მყოფი, ქართული პოლიტიკური ემიგრაცია ფეხდაფეხ მიჰყვებოდა ევროპაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს, მხარს უჭერდა ევროპის გაერთიანების იდეას და იმედით შეჰყურებდა იმ დროს, როცა
სა ქართველო კვლავ დამოუკიდებელი გახდებოდა. ემიგრაციაში მყოფი ქართველი პოლიტიკოსები და მეცნიერები, თავდაუზოგავად იბრძოდნენ, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, ასევე, დასავლურ დემოკრატიული იდეების დამკვიდრებისთვის. 1952 წლის აგვისტოში, პარიზში ოფიციალურად დაარსდა „ქართულ - ევროპიული მოძრაობა“.
იგი, ისევე როგორც ევროპის ფედერაციის მოძრაობა, აპოლიტიკური, სხვა დასხვა პარტიების გავლენისგან თავისუფალი ორგანიზაცია იყო, რომელიც განურჩევლად სარწმუნოებისა და პოლიტიკური მრწამსისა, ყველას აერთიანებდა. ემიგრაციული ჟურნალი „ბედი ქართლისა“ ამ ფაქტს ასე გამოეხმაურა: „როდესაც ევროპის მთლიანობის იდეა ხორცს ისხამს და მისთვის მებრძოლი ორგანიზაციებით მოფენილია მთელი დასავლეთი, ჩვენი მოვალეობა იყო თავისუფლება ართმეულ საქართველოს მაგიერ მისი ევროპიული სიტყვა გვეთქვა. ეს იკისრეს ჩვენმა წარჩინებულმა მეცნიერებმა და მათი ინიციატივით და დახმარებით დაფუძნდა ქართული ევროპიული მოძრაობა. მოძრაობის მთავარი დევიზი იყო: ევროპის ორიენტაცია, ევროპის ფედერაციაში უშუალოდ შესვლა, ამისთვის მუშაობა და ნიადაგის მომზადება. ორგანიზაციის წევრები ფიქრობდნენ, რომ დამოუკიდებელი
საქართველო თავის ადგილს დაიკავებდა გაერთიანებულ ევროპაში, ეს ადგილი მას დამსახურებული აქვს, რადგან საქართველო მუდამ იყო დიდი ევროპული ოჯახის წევრი, ამ ოჯახის შემძენი და ამ ოჯახით მოსარგებლე...“
(სალია,1952:2-4).
ლელა სარალიძე საავტორო უფლებები (გ) 2026 მაცნე http://www.macne.org.ge/index.php/macne/article/view/252 Thu, 05 Feb 2026 00:00:00 +0000 იმერეთის სამეფო რუსეთ-ოსმალეთის ურთიერთობებში XVIII საუკუნის II ნახევარსა და XIX საუკუნის დამდეგს http://www.macne.org.ge/index.php/macne/article/view/259
საქართველოს ისტორიის შესწავლისას მრავლად გვხვდება ბრძოლისა და თავდადების მაგალითები, ამგვარად ვიგებთ თუ რაოდენ დიდი და რთული გზა განვლო ქვეყანამ, რომ დღემდე მოეღწია, რამდენჯერ იქცა ძლიერ სახელმწიფოთა შორის დავის საგნად, რაც განპირობებულია საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობით, ჰეგემონობისკენ მიმართულ ძლიერ სახელმწიფოთა მეზობლობით. ცალსახაა სამხრეთ-კავკასიაში საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სტრატეგიული მნიშვნელობა, რომ ის ფაქტობრივად იყო და არის ერთგვარი დამაკავშირებელი ხიდი აღმოსავლეთისა და დასავლეთის, იგი უზრუნველყოფს გასასვლელს შავ ზღვაზე.
აქედან გამომდინარე, ამიერკავკასიაში მდებარე საქართველო დროთა განმავლობაში ხშირად ხდებოდა სხვადასხვა ცივილიზაციის ინტერესის საგანი. ხოლო მას შემდეგ, რაც XVIII საუკუნეში სამხრეთ-კავკასიაში რუსეთ-ოსმალეთს შორის დაძაბულობა დაიწყო, რასაც რამდენიმე ომი მოჰყვა: 1768-1774, 1787-1791, 1806-1812, 1828-1829, 1853-1856, 1877-1878 წლებში.
საქართველო რეგიონში ორ მთავარ აქტორს შორის მოქცეული აღმოჩნდა, განსაკუთრებული ზარალი მიაყენეს დასავლეთ საქართველოს ცალკეულ სამეფო-სამთავროებს.
სტატიაში კი ძირითად აქცენტს ვაკეთებთ თუ რა კუთხით შეეხო იმერეთის სამეფოს ორ ქვეყანას შორის გამართული საომარი მოქმედებების ტალღა. განვიხილავთ რა იმერეთის სამეფოს როლს რუსეთ-ოსმალეთის ურთიერთობებში და ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც არსებობს აღნიშნული თემის ირგვლივ.
ეკატერინე სოხაძე საავტორო უფლებები (გ) 2026 მაცნე http://www.macne.org.ge/index.php/macne/article/view/259 Thu, 05 Feb 2026 00:00:00 +0000 საღვთისმეტყველო განათლება საქართველოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მოღვაწეობის პერიოდში http://www.macne.org.ge/index.php/macne/article/view/249
სტატიაში აღწერილია ანტიკური ეპოქის თეოლოგიური სკოლები სხვადასხვა საეკლესიო ცენტრში, მათ შორის: ალექსანდრიაში, იერუსალიმში, რომში, კართაგენში, ხოლო მოგვიანებით კონსტანტინოპოლსა და კაბადოკიაში და ა.შ. ასევე, ყურადღება გამახვილებულია მსგავსი სასულიერო სკოლების არსებობაზე როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ არსებულ ქართულ სასულიერო ცენტრებში. ხაზგასმულია, რომ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოღვაწეობა სასულიერო განათლების აღორძინების დიდ რელიგიურ-ეროვნულ საქმეში ეფუძნება საერთო ქრისტიანულ და ამავდროულად, ქართულ საეკლესიო ტრადიციას, რომელსაც განსაკუთრებული ნიშა აქვს.
გიორგი ზვიადაძე საავტორო უფლებები (გ) 2026 მაცნე http://www.macne.org.ge/index.php/macne/article/view/249 Wed, 04 Feb 2026 00:00:00 +0000 ამქართა ინსტიტუტი საქართველოში და მისი წევრების სოციალური მდგომარეობა გაზეთ „ივერიას“ მიხედვით http://www.macne.org.ge/index.php/macne/article/view/257
კვლევის პრობლემასთან დაკავშირებით, გაზეთ „ივერიაში“ დაბეჭდილი მასალებისა და თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურის მიღწევების საფუძვლიანი ანალიზის გათვალისწინებით, სტატია ასაბუთებს:
1) XII-XVIII საუკუნეების ქართულ წერილობით დოკუმენტებში დაცული ტერმინები: ქვისმთლელი, მთავარი ოსტატი, მთავარი მხატვარი, მთავარი მკერავი და სხვ. აღნიშნავდნენ შესაბამისი პროფესიის ადამიანთა გაერთიანების ხელმძღვანელს. ბოლო პერიოდის სამეცნიერო ლიტერატურა ადასტურებს, რომ სიტყვა „მთავარი/უხუცესი“ სრულად შეესაბამება 1860-იან წლებში ქართულში შემოტანილ სპარსულ სიტყვას „ამქარ“ („ხელოსან“) ცნებას;
2) გაზეთ „ივერიაში“ დაბეჭდილი მასალების შესწავლით დადგინდა: ა) საქართველოში მომუშავე ხელოსნურ ორგანიზაციებს ჰქონდათ სპეციალური ნიშნები და დროშები; ბ) მათ წევრებს შორის მომხდარი შიდა ორგანიზაციული ცვლილებები (ოსტატების გადინება ქარხნებზე) გამოწვეული იყო მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით და ქვეყანაში კაპიტალიზმის განვითარების სპეციფიკით. რუსეთის სამინისტროს 1891 წლის კანონი სახელოსნოს წესდების შესახებ, შეგირდების სამართლებრივ ნორმებთან ერთად, რომლებიც მუშაობდნენ ხელოსნების ორგანიზაციაში, დააკანონეს სახელოსნოს მფლობელის ვალდებულებები მათ მიმართ;

3) გაზეთ „ივერიაში“ დაბეჭდილი პუბლიკაციების მიზანი ქართული ხალხური რეწვის პოპულარიზაციასთან ერთად იყო რუსეთის შესაბამისი ხელისუფლების დაინტერესება და ამ მიმართულებით ქმედითი ღონისძიებების გატარების აუცილებლობა. საქართველოში „მწარმოებელთა ასოციაციების“ შექმნის მიზანშეწონილობის პროპაგანდა და რუსეთში მოქმედი საშინაო მრეწველობის შემსწავლელი კომისიის შესაბამისი ქვეკომისიის საქართველოში ფუნქციონირების აუცილებლობის მოთხოვნა, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ხალხური ჭედური ხელოვნების უმაღლესი სტანდარტების გადარჩენას და შენარჩუნებას;
ილია ვადაჭკორია საავტორო უფლებები (გ) 2026 მაცნე http://www.macne.org.ge/index.php/macne/article/view/257 Thu, 05 Feb 2026 00:00:00 +0000 საბჭოთა ჯანდაცვის სისტემის კრიზისი: მიზეზების ანალიზი http://www.macne.org.ge/index.php/macne/article/view/255
შვიდი ათწლეულის განმავლობაში საბჭოთა ჯანდაცვის სისტემა ქვეყნის ყველაზე გამორჩეულ და პროგრესულ ინსტიტუტს წარმოადგენდა, ხოლო ხალხის კეთილდღეობა მისი კეთილდღეობისა და სათანადო ფუნქციონირებისთვის აუცილებელ საკითხად ცხადდებოდა. უფრო მეტიც, ჯანმრთელობა ყველა ადამიანის კუთვნილ აუცილებელ სიკეთედ ითვლებოდა. ამრიგად, სახელმწიფოს სრული უფლებამოსილება ჰქონდა სამედიცინო მომსახურების გაწევის. ცენტრალიზებული საბჭოთა სისტემა განვითარებადი ქვეყნებისა და სხვა სოციალისტური სახელმწიფოებისთვის მოდელად იქცა. იგი შეიქმნა ყველა მოქალაქისთვის ძირითადი მომსახურების, იმუნიზაციისა და დედათა და ბავშვთა მოვლის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად და მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია ინფექციურ დაავადებებთან და ეპიდემიებთან ბრძოლაში. თუმცა, მოგვიანებით პერიოდში, მაღალცენტრალიზებული სისტემა სამედიცინო მეცნიერების განვითარების შეფერხების ფაქტორად იქცა. ეკონომიკური მოტივაციის ნაკლებობამ და სექტორში სახელმწიფოს აქტიურმა ჩარევამ ის სრულ ბიუროკრატიზაციამდე მიიყვანა.

სისტემა დაინტერესებული იყო არა იმდენად პაციენტის საჭიროებების დაკმაყოფილებითა და მისი პრობლემების გადაჭრით, არამედ ქსელის ხელოვნური გაფართოებით. მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის დაწესებულებების ტექნოლოგიური და მატერიალური საფუძველი მორალურად და ფიზიკურად მოძველებული ან თითქმის დანგრეული იყო, სახელმწიფო სახსრებს ახალი დაწესებულებების მშენებლობისთვის გამოყოფდა არსებულის რემონტის ან თუნდაც შენარჩუნების ნაცვლად. იმ დროს საქართველოში უმაღლესი სამედიცინო განათლების სისტემა ვერ პასუხობდა თანამედროვე გლობალურ სტანდარტებსა და მზარდ მოთხოვნებს. პროფესიული უნარების ნაკლებობამ გამოიწვია სამედიცინო პერსონალის სიჭარბე და შედარებით დაბალი კვალიფიკაცია. ექიმების უზრუნველყოფის მაჩვენებელი მსოფლიოში ყველაზე მაღალი იყო, რაც მიუთითებდა ჯანდაცვის სისტემის ხარისხიანობის ნაცვლად ფართომასშტაბიან განვითარებაზე. ჯანდაცვის მუშაკების დაბალი ხელფასების გამო, ნაკლები სტიმული არსებობდა მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების გაწევისთვის.
თენგიზ ვერულავა საავტორო უფლებები (გ) 2026 მაცნე http://www.macne.org.ge/index.php/macne/article/view/255 Thu, 05 Feb 2026 00:00:00 +0000 საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცერთა კორპუსი და სამეთაურო შემადგენლობა 1918 წელს http://www.macne.org.ge/index.php/macne/article/view/253
I მსოფლიო ომის დასაწყისიდან რუსეთის კავკასიის არმიას კავკასიის მეფისნაცვალი, გენერალ-ადიუტანტი, გრაფი ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვი სარდლობდა, მისი მოადგილე ინფანტერიის გენერალი ალექსანდრ მიშლაევსკი იყო, არმიის შტაბის უფროსის თანამდებობა კი, ცარისტული გენერალიტეტის ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელს, გენერალ ლეიტენანტ (1915 წლიდან ინფანტერიის გენერალი) ნიკოლაი იუდენიჩს ეკავა, რომელიც სულ მალე მოექცა კიდეც რუსეთის კავკასიის არმიას სათავეში. 1917 წლის მარტიდან, ცარიზმის დამხობის შემდეგ, გენერალმა იუდენიჩმა, როგორც დაჯერებულმა მონარქისტმა, არ აღიარა დროებითი
მთავრობა და გადადგა. 1917 წლის ივნისიდან იგი გენერალმა მიხაილ პრჟევალსკიმ შეცვალა, ხოლო თავის მხრივ გენერალი პრჟევალსკი - თბილისში დაბადებულმა და გაზრდილმა რუსმა გენერალმა ევგენი ლებედინსკიმ, რომელიც ფრონტს 1918 წლის იანვარ-მაისში სარდლობდა.
საქართველოსა შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების რთული და არაერთგვაროვანი პროცესი ფაქტიურად 1917 წლის ბოლოდან იწყება, მას შემდეგ, რაც რუსეთში ავანტიურისტული სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ხელისუფლების სადავეები ბოლშევიკებმა იგდეს ხელთ. საკუთარი ხელისუფლების შენარჩუნებისა და გაძლიერების მიზნით, მათ დიდი პროპაგანდისტული მუშაობა გააჩაღეს I მსოფლიო ომის ფრონტებზე მებრძოლი რუსული არმიების პირადი შემადგენლობის რევოლუციურ რელსებზე გადასაყვანად. ომიდან გამოსვლის მიზნით კი, სეპარატისტული საზავო მოლაპარაკებები დაიწყეს ოთხთა კავშირის წევრებთან, რაც რუსული ფრონტების დეზინტეგრაციის ფონზე მიმდინარეობდა.
მართალია, I მსოფლიო ომის რუსეთის ფრონტებზე რღვევის პროცესები ჯერ კიდევ თებერვლის რევოლუციის პერიოდიდან იწყება, ე.ი. აპრილის თვიდან, მაგრამ 1917 წლის ბოლოდან ამ მოვლენებმა განსაკუთრებული მასშტაბები შეიძინა და შეუქცევადი ხასიათი მიიღო. I მსოფლიო ომის დასავლეთის ფრონტის მსგავსად, რუსეთის კავკასიის ფრონტმაც იწყო რღვევა და მისი შენარჩუნებისათვის ფრონტის სარდლობის წინაშე ეროვნულ პრინციპზე აგებული შეიარაღებული ძალების შექმნის ამოცანაც დადგა.
ასე ჩაეყარა საფუძველი ,,კავკასიის მოხალისეთა ინტერნაციონალური არ მიის“ შექმნას. ამ დროისათვის კავკასიის არმია რეალურად ორი, სომხური და ქართული საარმიო კორპუსებით იყო წარმოდგენილი, თუმცა, ,,კავკასიის მოხალისეთა ინტერნაციონალური არმიის“ შემადგენლობაში ნომინალურად აზერბაიჯანული კორპუსიც მოიაზრებოდა, იმდროინდელი
ტერმინოლოგიით – ,,მუსულმანური კორპუსი“, შესაბამისი საორგანიზაციო საბრძოლო სტრუქტურითა და შესაბამისი შტატით, მაგრამ რეალურად იგი კავკასიის არმიის შემადგენლობაში არ იყო ჩართული. მის ბირთვს ჯერ კიდევ I მსოფლიო ომის საწყის ეტაპზე, 1914 წელს ფორმირებული ე.წ. ,,ველური დივიზია“ წარმოადგენდა.
არჩილ ჩაჩხიანი საავტორო უფლებები (გ) 2026 მაცნე http://www.macne.org.ge/index.php/macne/article/view/253 Thu, 05 Feb 2026 00:00:00 +0000 ხავერდოვანი რევოლუციების განვლილი გზა პოსტ-საბჭოთა სივრცეში (საქართველოსა და სომხეთის მაგალითზე) http://www.macne.org.ge/index.php/macne/article/view/260
ეს კვლევა სამხრეთ კავკასიაში ხავერდოვანი რევოლუციების შესახებ კვლევების სერიის ნაწილია და მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიაში პირველი ორი წარმატებული რევოლუციის გამომწვევი გარე და შიდა ფაქტორების კომბინაციის ხაზგასმას. კვლევის მიზანია გააანალიზოს როგორც შიდა, ასევე გარე სოციალურ-პოლიტიკური სიტუაცია, რამაც გამოიწვია რევოლუციური განწყობების გაღვიძება საქართველოსა და სომხეთში. წარმოდგენილი კვლევა განიხილავს სხვადასხვა ტიპის სამეცნიერო წყაროებს და კვლევის შედეგების უკეთ წარმოსაჩენად აღწერილია ხავერდოვანი რევოლუციების წინა პერიოდები პოსტსაბჭოთა რიგ ქვეყნებში.
კვლევამ აჩვენა, რომ რევოლუციამდელი პერიოდი ორივე კავკასიურ სახელმწიფოში ხასიათდებოდა მოსახლეობის უმრავლესობაში არსებული სისტემით უკმაყოფილებით, რასაც ასევე ხელს უწყობდა სიღარიბისა და კორუფციის მზარდი მაჩვენებელი. გარდა ამისა, მნიშვნელოვან როლს ასრულებდა დასავლური დემოკრატიული მოდელისკენ ორიენტირებული დიასპორები (უფრო შესამჩნევად სომხეთის შემთხვევაში), რომლებიც ღიად უჭერდნენ მხარს დამყარებული რეჟიმის შეცვლას.
ნაშრომში ხაზგასმულია საქართველოსა და სომხეთში არსებული რთული სოციალურ-პოლიტიკური ვითარება, მოქმედი მთავრობის კორუფცია და როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების არჩევნებში გაყალბების ფაქტები.
ზემოაღნიშნული გარემოებების გარდა, პოსტსაბჭოთა სახელმწიფოები, რომლებსაც არ ჰქონდათ დემოკრატია, სრულად ვერ განვითარდნენ ავტორიტარულ რეჟიმებად, რამაც განაპირობა ფერადი რევოლუციების წარმატება. საზოგადოებაში არსებობდა განცდა, რომ მშვიდობიანი პროტესტი სამოქალაქო უფლება იყო და სახელმწიფოს არ შეეძლო და არ უნდა ჩაეხშო იგი ძალით.

ნაშრომის მიზანი არ არის იმის ანალიზი, თუ რამდენად გაამართლა რევოლუციის შედეგად მოსულმა ახალმა რეჟიმმა საზოგადოების მოლოდინები, არამედ ის ფოკუსირებულია საზოგადოებრივი პროტესტის წინაპირობების სიღრმისეულ ანალიზზე, სადაც განხილულ მიზეზებს შორისაა გაყალბებული არჩევნები, ამჟამინდელი რეჟიმების არადემოკრატიული ბუნება, უცხოური გავლენა და ა.შ.
სანდრო ცუცქირიძე საავტორო უფლებები (გ) 2026 მაცნე http://www.macne.org.ge/index.php/macne/article/view/260 Fri, 06 Feb 2026 00:00:00 +0000 ცნებების - „გენუის ტბა” და „ოსმალეთის ტბა” საკითხისათვის http://www.macne.org.ge/index.php/macne/article/view/251
განვითარებულ შუა საუკუნეებში პონტოს საზღვაო ვაჭრობის თემა პირდაპირ უკავშირდებოდა აქ გენუისა და სხვა იტალიური სავაჭრო კოლონიების გაჩენას, ხოლო გვიან შუა საუკუნეებში - ოსმალეთის იმპერიის დაარსებას, რომლის ფარგლებში სრულად იყო მოქცეული შავი ზღვის აუზი. მართლაც, გენუა-ვენეციის მიერ კოლონიზაცია შავი ზღვის სანაპირო ზოლისა გახდა წინაპირობა, რომ XIII-XV საუკუნეებში განსაკუთრებით გაზრდილიყო იტალიელთა საზღვაო-საქარავნო ვაჭრობა. ამგვარი სავაჭრო
ოპერაციების განხორციელება შეუძლებელი ჩანდა, თუკი არ იქნებოდა გაკონტროლებული სანაპირო ციხე-პორტები, ნავთსაყუდლები და, შესაბამისად ამისა – არ იქნებოდა უზრუნველყოფილი საზღვაო-სავაჭრო მიმოსვლის უსაფრთხოება და დაცვა, ეს კი მოასწავებდა ზღვის სტატუსის ცვლილებას.
უნდა ითქვას, რომ შავი ზღვის ფუნქციური დატვირთვა შუა საუკუნეთა განმავლობაში მართლაც იცვლებოდა იმისდა მიხედვით, თუ რომელი სახელმწიფოს გავლენის სფეროში ექცეოდა მისი აუზი და ამ პრობლემას ყოველთვის უთმობდნენ ყურადღებას საქარავნო-სავაჭრო გზების შესწავლის დროს, იგი განიხილებოდა როგორც ამა თუ იმ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი საკითხი. მართლაც, იმ ხანად ქვეყნათშორისი ეკონომიკურ-სავაჭრო ურთიერთობებისას ზღვით მიმოსვლას ენიჭებოდა ისეთივე მნიშვნელობა, როგორც სახმელეთო კავშირებს და ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც ზღვით დაკავშირება უ ფ რ ო
უსაფრთხო ჩანდა, ვიდრე გადაადგილება განსხვავებული ეთნო-კონ ფესიური სახელმწიფოების ტერიტორიებზე.
ნინო ჯაველიძე საავტორო უფლებები (გ) 2026 მაცნე http://www.macne.org.ge/index.php/macne/article/view/251 Thu, 05 Feb 2026 00:00:00 +0000 ქალაქ თბილისის თვითმმართველობის საკითხი XIX საუკუნეში და ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური აზრის განვითარება http://www.macne.org.ge/index.php/macne/article/view/258
რუსეთის იმპერიაში XIX საუკუნის მეორე ნახევარში განხორციელებულმა ორმა მთავარმა მუნიციპალურმა რეფორმამ და თბილისის თვითმმართველობის ადრე მიღებულმა მოდელებმა დიდწილად დადებითი როლი ითამაშეს საზოგადოების სოციალურ-პოლიტიკური ცნობიერების ამაღლებისა და ახალი ქართული პოლიტიკური ელიტის ჩამოყალიბებაში. დემოკრატიული მახასიათებლების არარსებობის მიუხედავად, თვითმმართველობის სხვადასხვა მოდელმა წარმოშვა აზროვნების მრავალფეროვნება ქართულ პოლიტიკაში.
1870 წლის მუნიციპალური მმართველობის დებულებამ და 1892 წლის კონტრრეფორმამ განსაკუთრებით გააძლიერა საზოგადოებრივი საქმიანობა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში, რაც გამოიხატებოდა სოციალური, პოლიტიკური და იდეოლოგიური შეხედულებების კამათში. ამრიგად, ქართულმა საზოგადოებამ მოახერხა პოლიტიკური სუბიექტების და მათი პროგრამების აღქმა და ევოლუცია თავისუფლების, სოციალური შეღავათებისა და დემოკრატიული მმართველობის დამყარების მეტი მოთხოვნით. მეორე მხრივ, პოლიტიკოსები მზად იყვნენ შემდგომი გამოწვევებისთვის, რომელთაგან ყველაზე დიდი იქნებოდა საქართველოს დამოუკიდებელი, დემოკრატიული რესპუბლიკა 1918-1921 წლებში.
ნიკოლოზ მესხიშვილი საავტორო უფლებები (გ) 2026 მაცნე http://www.macne.org.ge/index.php/macne/article/view/258 Thu, 05 Feb 2026 00:00:00 +0000 იოანე ვოსტორგოვის მოღვაწეობის შეფასებისათვის (რუსეთის საეკლესიო კრების წინარე თათბირის მასალებზე დაყრდნობით) http://www.macne.org.ge/index.php/macne/article/view/256
საქართველოს ისტორიაში მონაწილეობდნენ ძირითადად ანტაგონისტური ფიგურები, როგორიც არის მღვდელმთავარი ივან ვოსტორგოვი, ვასილი ველიჩკოს სტუდენტი და „მხურვალე რუსი პატრიოტი“. რუსი დეკანოზი გამოირჩეოდა ქართული ეკლესიისა და მისი ავტოკეფალიის საკითხთან დაკავშირებით პირადი არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულებით, ქართული ენის დევნის მცდელობებითა და ქართველი ხალხისადმი საყოველთაო სიძულვილით. რუსეთის საეკლესიო კრების წინა პერიოდში (1906 წლის მარტი-დეკემბერი) ქართველი მღვდელმთავრების (ეპისკოპოსები კირიონი და ლეონიდი) და მეცნიერთა (ნიკო მარი, ალექსანდრე ცაგარელი, ალექსანდრე ხახანაშვილი) მოღვაწეობა, კერძოდ, მათი კამათი რუს სამღვდელოებასთან (როგორც ეპისკოპოსებთან, ასევე მღვდელმსახურებთან) და მეცნიერთა (საეკლესიო და ისტორიის გამოჩენილი მკვლევარების ნაწილი) გახდა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია.
დეკანოზი ივანე ვოსტორგოვი ერთ-ერთი იმ პირთაგანი იყო, ვინც კამათში მძიმედ იყო ჩართული.
ნაშრომი მიზნად ისახავს გადახედოს ივან ვოსტორგოვის საქმიანობას, რომელიც ცალსახად ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საკითხს და ისტორიული ფაქტების გაყალბების მრავალი მცდელობა ჰქონდა თავისი გამოსვლებით, რუსეთში წინასაკრებულოს სხდომის მასალებზე დაყრდნობით.
გვანცა ბურდული საავტორო უფლებები (გ) 2026 მაცნე http://www.macne.org.ge/index.php/macne/article/view/256 Thu, 05 Feb 2026 00:00:00 +0000 მარათონული მიტინგების ანატომია და მისი შედეგები (1988- 1989) http://www.macne.org.ge/index.php/macne/article/view/254
მაკროსოციოლოგიაში არსებობს ტერმინი, რომელიც ცნობილია როგორც „დესტრუქციული თავდაჯერებულობა“, რომელიც დღემდე მოქმედებს ქართველი ხალხის სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაზე. 1980-იანი წლების ბოლოს, ქართულ საზოგადოებაში ეროვნული თვითშეგნების ამაღლებასთან ერთად, გამოთავისუფლდა საბჭოთა რეჟიმის დროს ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი მრავალმხრივი ადამიანური ენერგია, რაც გამოიხატებოდა მარათონულ მიტინგებზე ადამიანების არაადეკვატურ აქტივობაში. ამ დროს, ქართულმა ეთნოფსიქოლოგიამ გამოავლინა უარყოფითი თვისებები (შესაძლოა, მასებისთვის ჯერ კიდევ შეუმჩნეველი), როგორიცაა ლიდერის კულტი, განსხვავებული აზრის შეუწყნარებლობა და თანამშრომლობის ნაცვლად დიდი უთანხმოება, რაც გამოიხატებოდა ეროვნული მოძრაობისა და საზოგადოების ერთიანობის მუდმივ დარღვევაში. დაპირისპირება იყო დისკრედიტირებულ და ისედაც დასუსტებულ კომუნისტურ ბანაკშიც კი. როგორც ჩანს, ყველა საზოგადო მოღვაწე გრძნობდა მოახლოებულ საფრთხეს, ამიტომ ყველა მათგანი ცდილობდა ერის კონსოლიდაციის პასუხისმგებლობის აღებას. საზოგადოებრივ მაუწყებელში დაცული საარქივო მასალა იძლევა სანდო ინფორმაციას საზოგადოებრივი აზრისა და ამ მიტინგების ეთოსის კვლევისთვის. სტატიაზე მუშაობისას მქონდა შესაძლებლობა, აღმექვა ჩვენი ქვეყნის ციფრული ქრონიკა და შემესწავლა ეპოქის პულსი. ნებისმიერი შეფასების გაკეთებამდე, მე... მინდა, ქაღალდზე აღვადგინო იმ მოვლენებში მონაწილე ადამიანების ეთოსი და მკითხველმა თავად განსაჯოს, ჰქონდა თუ არა ჩვენს ქვეყანას შანსი, თავიდან აეცილებინა მოახლოებული სისხლიანი ტრაგედიები.
მაია (თათია) პაჭკორია საავტორო უფლებები (გ) 2026 მაცნე http://www.macne.org.ge/index.php/macne/article/view/254 Thu, 05 Feb 2026 00:00:00 +0000 ახალი წიგნები http://www.macne.org.ge/index.php/macne/article/view/268
ახალი წიგნები.
გონელი არახამია საავტორო უფლებები (გ) 2026 მაცნე http://www.macne.org.ge/index.php/macne/article/view/268 Fri, 06 Feb 2026 00:00:00 +0000 გივი ლობჟანიძის წიგნის „რომის სამართლის“ პრეზენტაცია http://www.macne.org.ge/index.php/macne/article/view/266
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერ თაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე პროფესორ გივი ლობჟანიძის წიგნის „რომის სამართლის“ პრეზენტაცია მოეწყო.
გივი ლობჟანიძის წიგნი „რომის სამართალი“, ქუთაისი, 2024, 448 გვ. რედაქტორი: პროფესორი ლადო ჭანტურია; რეცენზენტები: პროფესორები - რომან შენგელია, ვალერი ხრუსტალი, ალექსანდრე ტალიაშვილი, საგამომცემლო ცენტრი, ISBN 978-9941-9932-0-6 - ეძღვნება რომის სამართლის წყაროებსა და უახლოეს პერიოდში გამოცემულ ლიტერატურას, მანამდე ქართულად გამოქვეყნებული მასალების შეფასებას. კვლევის შედარებითი მეთოდის გამოყენებით, ავტორის მიერ ჩამოყალიბებულია ახალი მიდგომა იმ საკითხების წარმოსაჩენად, რომელიც რომაული სამართლის რეცეფციამ ისტორიულად განაპირობა ქართული სამოქალაქო სამართლის ინსტიტუტების ფორმირების პროცესში.
ქეთევან ახობაძე საავტორო უფლებები (გ) 2026 მაცნე http://www.macne.org.ge/index.php/macne/article/view/266 Fri, 06 Feb 2026 00:00:00 +0000 „რუსეთის ქცევის წყაროები (1992-2021)“ რეცენზია ზურაბ აბაშიძის წიგნზე http://www.macne.org.ge/index.php/macne/article/view/267
ზურაბ აბაშიძის წიგნი „რუსეთის ქცევის წყაროები (1992-2021)“, თბილისი, 2025, (136 გვ.) ორენოვანი ნაშრომია. რედაქტორები: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები: რევაზ გაჩეჩილაძე და ვაჟა ლორთქიფანიძე, რეცენზენტები: ირაკლი მენაღარიშვილი, ივლიანე ხაინდრავა, ვახტანგ მაისაია (პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი), გამოსცა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიამ (ISBN 978-99928 20-53-7) - ეძღვნება თანამედროვე რუსეთის პოლიტიკას საბჭოთა კავშირის
დაშლიდან, 2022 წლის უკრაინასთან ომის დაწყებამდე.
ქეთევან ახობაძე საავტორო უფლებები (გ) 2026 მაცნე http://www.macne.org.ge/index.php/macne/article/view/267 Fri, 06 Feb 2026 00:00:00 +0000 ისლამიზმი და ჯიჰადიზმი კავკასიაში: კომპლექსური მიდგომა რადიკალური მოძრაობების ანალიზისათვის http://www.macne.org.ge/index.php/macne/article/view/264
სტატიის მიზანია კავკასიის რეგიონში ისლამური ჯიჰადიზმის ანალიზი, რომლის ფარგლებშიც ის ინტერდისციპლინურ თეორიულ ჩარჩოს ქმნის. ეს უკანასკნელი ოთხ თეორიას აერთიანებს: ცივილიზაციათა შეჯახება, სოციალური კონსტრუქტივიზმი, სოციალური მოძრაობები და ტრანსნაციონალიზმი. ნაშრომი ასახავს ვიწრო დისციპლინური ჩარჩოებისგან გათავისუფლების მცდელობას ამ კონცეფციების ახლებურად და კომპლექსური დისკუსიის გზით გამოყენებით. ის აჩვენებს, რომ კავკასიური ჯიჰადიზმი არ არის ერთგანზომილებიანი და, წინააღმდეგობის მოძრაობის გარდა, ცივილიზაციური პროტესტის ფორმაა, გლობალური ქსელის კომპონენტი და იდენტობის ტრანსფორმაციის შედეგი. კომპლექსური ანალიზი ასევე მოიცავს ციფრული ეთნოგრაფიის მეთოდს, რომელიც გამოიყენება ტრანსნაციონალური რადიკალური ჯგუფების ონლაინ აქტივობის, კომუნიკაციისა და მობილიზაციის შესასწავლად.
გიორგი ომსარაშვილი საავტორო უფლებები (გ) 2026 მაცნე http://www.macne.org.ge/index.php/macne/article/view/264 Fri, 06 Feb 2026 00:00:00 +0000 კავკასიური ფილოსოფიის ისტორიული დაფუძნების საკითხისათვის http://www.macne.org.ge/index.php/macne/article/view/263
კავკასია, როგორც გეოგრაფიული და კულტურული სივრცე, ისტორიულად ყოველთვის წარმოადგენდა იმ რეგიონს, სადაც განსხვავებული რელიგიური, ფილოსოფიური თუ ინტელექტუალური ტრადიციები თანაარსებობდა და დიალოგის რეჟიმში ვითარდებოდა. სამეცნიერო და ენციკლოპედიურ ნაშრომებში ცნება „კავკასიურის“ მრავალმხრივი კონტექსტებია დამუშავებული - კავკასია, კავკასიელი ხალხი, კავკასიური ენები, კავკასიური რელიგიები და კავკასიური კულტურა და ა.შ. გაანალიზებულია
კავკასიის და კავკასიური კულტურის გეოგრაფიული, პოლიტიკური, ისტორიული, ანთროპოლოგიური, ეთნოკულტურული, ლინგვისტური თუ სხვ. ასპექტები, მაგრამ არ გვხვდება „კავკასიური ფილოსოფიის“ ცნება. შეიძლება ითქვას, რომ ფილოსოფიის ისტორიაში „კავკასიური ფილოსოფიის“ ცნება დღემდე არ დამუშავებულა, არც მისი კონტურები ჩამოყალიბებულა და არც საკვლევი თემატიკა გამოკვეთილა. შესაბამისად, კავკასიური ფილოსოფია, როგორც ახალი ისტორიულ-ფილოსოფიური
პარადიგმა, ჰუმანიტარულ მეცნიერებაში სიახლეს წარმოადგენს. მისი თეო რიული დაფუძნების საკითხიც კვლევის ახალ პერსპექტივად და ფილოსოფიური ისტორიოგრაფიის ხელახალი გააზრებისკენ მიმართული ინტელექტუალური ძალისხმევის ნაწილად შეიძლება განვიხილოთ.
წინამდებარე სტატია მიზნად ისახავს კავკასიური ფილოსოფიის ისტორიული დაფუძნების შესაძლებლობის თანმიმდევრულ ანალიზს, მისი კონცეპტუალური ჩარჩოს და ისტორიული წინაპირობების განსაზღვრა-ჩამოყალიბებას. ეს საკითხი კითხვების მთელ რიგს წარმოშობს: ასე მაგალითად, შესაძლებელია თუ არა კავკასიური ფილოსოფიის, როგორც ისტორიულად და კულტურულად განსაზღვრული ფილოსოფიური ტოპოსის განსაზღვრა? რა ფორმებით და მეშვეობით ხდებოდა ფილოსოფიური იდეების ჩამოყალიბება და განვითარება კავკასიაში? რა თავისებურებებით ხასიათდება ნაციონალური ფილოსოფიის მოდელები კავკასიაში, რა არის მათი  საერთო და განმასხვავებელი ნიშნები? რით განსხვავდება ერთმანეთისაგან ორი ფილოსოფიური კონცეპტი - „ფილოსოფია კავკასიაში“ და „კავკასიური ფილოსოფია“?
ლალი ზაქარაძე საავტორო უფლებები (გ) 2026 მაცნე http://www.macne.org.ge/index.php/macne/article/view/263 Fri, 06 Feb 2026 00:00:00 +0000 მასალები სამთავისის საკათედრო ტაძრისა და მისი სიძველეების შესახებ დეკანოზ პოლიევქტოს კარბელაშვილის პირად არქივში http://www.macne.org.ge/index.php/macne/article/view/262
დეკანოზ პოლიევქტოს კარბელაშვილის (1855-1936) პირად არქივში დაცული ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე ვრცელი მასალა შიდა ქართლის ძეგლებს ეხება. გასაკვირი არ არის, რომ სწავლული სასულიერო პირის კვლევის თემებს შორის, რომელიც ადრეული ასაკიდან იყო დაინტერესებული ქართული სიძველეებით და რომელიც ქვემოჭალაში, ამილახვართა ადგილობრივ დიდგვაროვან ოჯახში გაიზარდა, ასევე დაინტერესებული იყო ზემოხსენებული დიდგვაროვნების საქველმოქმედო საქმიანობით დაკავშირებული ეკლესიებითა და მონასტრებით. ერთ-ერთი მათგანია სამთავისის საკათედრო ტაძარი, რომელიც ასევე ამილახვართა სახლის სამარხიც იყო.

საარქივო მასალებიდან ირკვევა, რომ პოლიევქტოს კარბელაშვილმა რამდენჯერმე მოინახულა და აღწერა სამთავისის ტაძარი. ამას მოწმობს მისი სტატიები, რომლებიც ადგილობრივ პერიოდულ გამოცემებში გამოქვეყნდა ამილახვართა ოჯახთან დაკავშირებით. გარდა ამისა, დეკანოზის საველე ჩანაწერების (საქართველოს ეროვნული არქივის ცენტრალური ისტორიული არქივი, ფონდი N1461) შესწავლა ცხადყოფს, რომ ის შეიცავს სამთავისის საკათედრო ტაძრისა და მისი სიძველეების შესახებ გამოუქვეყნებელ და შეუსწავლელ მასალებს. აღსანიშნავია, რომ პოლიევქტოს კარბელაშვილის საველე ჩანაწერები ემთხვევა სხვა მოგზაურების, მომლოცველების, სიძველეთა მოყვარულებისა და მეცნიერების მიერ შეგროვებულ ჩანაწერებს, რომლებმაც სამთავისის საკათედრო ტაძარი მოინახულეს (მის წინ ან მის შემდეგ).

სამთავისის საკათედრო ტაძრის მონახულებისას დეკანოზი პოლიევქტოს კარბელაშვილი აღწერს ლაპიდარულ წარწერებს და იქ დაცულ სიძველეებს - ხელნაწერებს, ჯვრებს, ხატებს და სხვა რელიგიურ ნივთებს. აღსანიშნავია, რომ იგი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს საკათედრო ტაძრის ინტერიერში დაცულ საფლავის ქვებს - ის პირველია, ვინც მათგან ეპიტაფიები გადაწერა. ამ მხრივ, პოლიევქტოს კარბელაშვილის მიერ შეგროვებული მასალების მნიშვნელობა საკმაოდ ნათელია. შიდა ქართლში ხშირი მოგზაურობის მიუხედავად, პოლიევქტოს კარბელაშვილი თავის დღიურებში რამდენჯერმე აღნიშნავს თარიღებს. საველე სამუშაოების დროს მან გამოაქვეყნა სტატიები სიძველეების შესახებ, ამიტომ შესაძლებელია მისი კონკრეტულ ეკლესიაში ან მონასტერში ყოფნის პერიოდის დადგენა.
ამ ნაშრომში გამოქვეყნებულია სამთავისის საკათედრო ტაძრისა და მისი სიძველეების შესახებ მასალები, რომლებიც დეკანოზ პოლიევქტოს კარბელაშვილის საველე ჩანაწერებშია დაცული.
ჯულია ბენიძე საავტორო უფლებები (გ) 2026 მაცნე http://www.macne.org.ge/index.php/macne/article/view/262 Fri, 06 Feb 2026 00:00:00 +0000 მოსახლეობის საყოველთაო აღწერები საქართველოში და მათი მოკლე ისტორია http://www.macne.org.ge/index.php/macne/article/view/265
ნაშრომში მოკლედ არის აღწერილი მოსახლეობის აღწერების ისტორია, რომელიც მოიცავს საქართველოს და მსოფლიოს სხვა ქვეყნებს. იგი მოიცავს საკმაოდ ხანგრძლივ პერიოდს უძველესი დროიდან თანამედროვე ეპოქამდე და მოწმობს მოსახლეობის აღწერების დიდ სოციალურ, ეკონომიკურ და დემოგრაფიულ მნიშვნელობას. აღწერები ცივილიზაციის ადრეულ ეტაპზე, როგორც ეკონომიკური სტატისტიკის ნაწილი, ტარდებოდა და მასთან ერთად იხვეწებოდა, რასაც სტატიაში წარმოდგენილი ისტორიული მონაცემები ადასტურებს. აღსანიშნავია, რომ უძველეს აღწერებს ჰქონდა მკაფიო ფისკალური და სამხედრო მიზნები, რათა სცოდნოდათ ჯარში გასაწვევი გადასახადის გადამხდელებისა და ჯარისკაცების შესაძლო რაოდენობა.
გარდა ამისა, ნაშრომში აღწერილია და ახსნილია მოსახლეობის აღწერების თანამედროვე პრინციპები, რომლებიც სათავეს აშშ-დან იღებს მე-18 საუკუნეში. ადრე, მოსახლეობის მხოლოდ გარკვეული კონტიგენტის აღრიცხვა იყო ცნობილი, ხოლო 1790 წლის მოვლენა ქვეყნის მთელ მოსახლეობას მოიცავდა.
მე-19 საუკუნის შუა პერიოდისთვის მოსახლეობის აღწერა თითქმის უნივერსალური გახდა, რასაც ხელი შეუწყო ევროპის ქვეყნებში ადმინისტრაციული ორგანოებისგან განცალკევებული სტატისტიკური ბიუროების შექმნამ და სტატისტიკის, როგორც ცალკე დისციპლინის, განვითარებამ.
სტატიის ბოლოს წარმოდგენილია ოფიციალური მონაცემები საქართველოში ჩატარებული ყველა საყოველთაო აღწერის მიხედვით დაფიქსირებული მოსახლეობის რაოდენობის შესახებ.
ანზორ სახვაძე საავტორო უფლებები (გ) 2026 მაცნე http://www.macne.org.ge/index.php/macne/article/view/265 Fri, 06 Feb 2026 00:00:00 +0000 ნახევარწრიული აბზინდები კოლხურ ბრინჯაოს კულტურაში (არქეოლოგიური ატლასი: ტიპოლოგია, არეალი, ქრონოლოგია, გენეზისი) http://www.macne.org.ge/index.php/macne/article/view/261
ნახევარწრიული ბალთები კოლხური ბრინჯაოს ხანის (ე.წ. „კოლხურ-ყობანური ბრინჯაოს ხანის“) ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული არტეფაქტია, რომელთა განსაზღვრაც მნიშვნელოვანია მათი ტიპოლოგიის, არეალის, ქრონოლოგიისა და გენეზისის მიხედვით, რათა გადაწყდეს კავკასიის არქეოლოგიური კულტურების საკამათო საკითხები.
ნახევარწრიული ბალთები, რომელთა გავრცელება განისაზღვრება კოლხური ბრინჯაოს კულტურის არეალის მიხედვით, იყოფა ორ ჯგუფად და 15 ტიპად. ქრონოლოგიურად, I ჯგუფის ბალთები თარიღდება ძვ.წ. I ათასწლეულის პირველი მეოთხედით, ხოლო II ჯგუფის ბალთები, უფრო ზოგადად, ძვ.წ. I ათასწლეულის პირველი ნახევრით. ერთი თეორია ამ ნივთების გენეზს მთის კოლხეთს უკავშირებს ნახევარწრიული ბურღების და მართკუთხა ბალთების დამზადების მსგავსი მეთოდით, ასევე მთის კოლხეთში (ლეჩხუმი, ცხეთის დასახლება) ნაპოვნი ყალიბით, რომელშიც ჩასხმულ იქნა დაკლაკნილი სვასტიკის ფორმის ჩასმული მასალა (მინა თუ ლითონი?). თავის მხრივ, აღნიშნული რეგიონი კოლხეთის სპილენძის მეტალურგიის წარმოშობის ერთ-ერთ ცენტრად ითვლება.
ნინო სულავა საავტორო უფლებები (გ) 2026 მაცნე http://www.macne.org.ge/index.php/macne/article/view/261 Fri, 06 Feb 2026 00:00:00 +0000