უძველესი წარწერებიანი საცეცხლური სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრიდან

ავტორები

საკვანძო სიტყვები:

ქართლის კათალიკოსი ევსუქი, მცხეთის სვეტიცხოვლის საკათედროტაძარი, საცეცხლური

ანოტაცია

ამ სტატიის მიზანია მკითხველთა ფართო საზოგადოებას წარედგინოს ერთ-ერთი უძველესი წარწერებიანი საცეცხლური სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრიდან. კერძოდ, სტატიაში მოყვანილია ქართლის კათალიკოსის ევსუქის (887-908) წარწერა საცეცხლურზე და ცნობები მის შესახებ.
ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ წარწერებიანი საცეცხლური დამზადებულია IX-X საუკუნეების მიჯნაზე, ქართლის კათალიკოსის ევსუქის დაკვეთით და შეწირულია მის მიერ მცხეთის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრისათვის.
სტატიაში, ასევე აღწერილია საცეცხლურზე აღბეჭდილი ბიბლიური სიუჟეტები.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-12-25