ხონი-ხონელი-ხონიატე-ს საკითხისთვის
საკვანძო სიტყვები:
ხალიძონი, ხალიბ, ხონიანოტაცია
ქართული და ბიზანტიური ლიტერატურის ისტორიიდან ცნობილია რამდენიმე მწერალი, რომელთა გვარები, სადაურობის აღმნიშვნელიც რომ არის, უკავშირდება ტოპონიმს „ხონი”. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ მოსე ხონელი, ვინც სახელდება თხზულების - „ამირან დარეჯანის ძე” - ავტორად. მოსე ხონელის ვინაობა ცნობილი ხდება თვით „ვეფხისტყაოსნის” ტექსტიდან, უფრო სწორად, რუსთველის პოემის მერმინდელი დამატებიდან, „ვინმე მესხ მელექსეს” რომ ეკუთვნის. მოსე ხონელის ავტორობის ფაქტს იზიარებენ „ ამირან დარეჯანის ძის” გამლექსავი სულხან თინიაშვილი (XVII ს.), „ვეფხისტყაოსნის“ გაგრძელებათა გაგრძელების, „ომანიანი”-ს ავტორი (XVII ს) და თეიმურაზ ბატონიშვილი (XIX ს). ერთი სიტყვით, შუა საუკუნეების მწერალთა შორის მოღვაწეობდა XII საუკუნის პროზაიკოსი მოსე ხონელი, ვისი გვარიც უკავშირდება გეოგრაფიული პუნქტის, ხონის
დასახელებას.
