კულტურის პოლიტიკა და კულტურის დიპლომატია დეფინიციის გაგებისათვის, საერთო და განმასხვავებელი ნიშნები
საკვანძო სიტყვები:
cultural policy, cultural diplomacy, public diplomacyანოტაცია
დღევანდელი გლობალური პოლიტიკური ლანდშაფტის პოლარიზაციის ფონზე კულტურული პოლიტიკა კულტურულ დიპლომატიასთან ერთად განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
სტატიაში განხილულია კულტურის სახელმწიფო საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტად გამოყენების პრობლემები. იგი ასევე აანალიზებს „კულტურული დიპლომატიის“ და „კულტურული პოლიტიკის“ პრობლემურ დეფინიციებს, რომლებიც ეხება სახალხო დიპლომატიის, მოქალაქეობრივი დიპლომატიის ცნებებს.
საგარეო კულტურული პოლიტიკა და „რბილი ძალა“.
ითვლება, რომ კულტურული დიპლომატიის უმნიშვნელოვანესი მიზნებია ქვეყნისა და მისი ღირებულებების პოზიტიური იმიჯის შექმნა, ქვეყნის ენისა და კულტურის პოპულარიზაცია, ტურიზმისა და განათლებისთვის ქვეყანაში ხალხის, უცხოური ინვესტიციების და პოლიტიკური მოკავშირეების მოზიდვა.
კულტურული პოლიტიკა არის ფართო ჩარჩო და სტრატეგია სახელმწიფოს ან ორგანიზაციების მიერ კულტურის განვითარების, მართვისა და მხარდაჭერისთვის, რომელიც მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა სახვითი ხელოვნება, მუზეუმები, ტრადიციები, კულტურული მემკვიდრეობა და განათლება. ის მიზნად ისახავს
ხელი შეუწყოს ეროვნული თუ ადგილობრივი კულტურის განვითარებას, კულტურული ცხოვრების ორგანიზებას და ხელმისაწვდომობის გაზრდას. კულტურული პოლიტიკა ძირითადად მიზნად ისახავს ადგილობრივ თემებს.
თანამედროვე გლობალიზაციის ეპოქაში, სადაც ქვეყნები უწყვეტ კულტურულ და საინფორმაციო გაცვლას ეწევიან, კულტურულ პოლიტიკასთან ერთად კულტურული დიპლომატიის მნიშვნელობა იზრდება. ნაშრომში განხილულია ორივეს თეორიული საფუძვლები, მათი მიზნები და საერთაშორისო ასპარეზზე პრაქტიკული გამოყენების მაგალითები.
