ქრისტიანობის ჩვიდმეტი საუკუნე
საკვანძო სიტყვები:
ქრისტიანობის 1700 წელი, საქართველოანოტაცია
2026 წელი მრავალმხრივ მნიშვნელოვანია საქართველოსათვის. ქვეყნის წარმატებით განვითარების მიმართულებებთან ერთად რამდენიმე განსაკუთრებული თარიღი აღინიშნება. მათ შორის გამორჩეულია ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების (ქართლის მოქცევის) 1700 წლისთვის აღნიშვნა. საქართველო უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა. ქართველმა ადრიდანვე - პირველი საუკუნეებიდანვე შეიცნო და შეისისხლხორცა ქრისტეს რჯული - რწმენა ქრისტესი და მისი მოძღვრებისა. აქედან მოკიდებული მთელი არსებობის მანძილზე იცავდა ქრისტეს რწმენას და ამ გზით მრავალჯერ გადაარჩინა ქართული იდენტობა. პირიქითაც უნდა აღინიშნოს - ქართველობისათვის ბრძოლა და ამ ბრძოლაში წარმატებები ქრისტიანობისათვის დიდმნიშვნელოვანი იყო. მთელი შუა საუკუნეების მანძილზე „ქართველი“ და „ქრისტიანი” იდენტური მცნებები იყო.
